ახალი ამბები

აზარტულ თამაშებზე და ნარკოტიკზე დამოკიდებულება – ფხვენისის სკოლაში შეხვედრა გაიმართა

ფხვენისის საჯარო სკოლაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების პრევენციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის მაიორი რუსუდან მარღიშვილი უძღვებოდა.

სკოლის დირექტორის, თინათინ მელანაშვილის თქმით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

სამოქალაქო განათლების საგანი ითვალისწინებს პრევენციულ ღონისძიებებს. მასწავლებელმა მთხოვა, რომ მოგვეწვია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც გაესაუბრებოდა მოსწავლეებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. იყო ძალიან საინტერესო, აქცენტები გაკეთდა მნიშვნელოვან საკითხებზე. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებლად გაგრძელდება ჩვენს მოსწავლეებთან“, – ამბობს მელანაშვილი.

მოსწავლეებთან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების პრევენციის საკითხებზე შეხვედრას მე-10 კლასის სამოქალაქო განათლების საპროგრამო მასალა ითვალისწინებს.


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.