ახალი ამბები

ესეების კონკურსი ახალგაზრდებისთვის – ნაშრომის გაგზავნის ბოლო ვადა 10 დეკემბერია

“ახალგაზრდა ფემინისტების” ჯგუფი აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება”. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ IX-XII კლასის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომელებიც ცხოვრობენ ან სწავლობენ შიდა ქართლში. კონკურსში გამარჯვებული მონაწილეები დაიჯილდოვდებიან სხვადასხვა კატეგორიის ტექნიკით. 

საკონკურსო თემა შესაძლოა მოიცავდეს კონფლიქტით დაზარალებული ან მშვიდობის მშენებლობაში ჩართული ქალები ისტორიებს, პოლიტიკის ანალიზს მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას და სხვა”, – განმარტავენ კონკურსის ორგანიზატორები. 

მსურველებს ნაშრომის გაგზავნა 10 დეკემბრამდე შეეძლებათ.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს დაეხმაროს იმის გააზირებაში, თუ რა გავლება აქვს ომს ქალებზე და რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა სრული და თანაბარი მონაწილეობა კონფლიქტების მოგვარების, მშვიდობის მშენებლობის, ჰუმანიტალური რეგიაგირების პროცესებში და პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის პროცესში.


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი