ახალი ამბები

გორის მე-10 სკოლის მოსწავლეებს მეორადი ნივთებისგან კერვას ასწავლიან

გორის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს  მეორადი ნივთებისგან კერვას ასწავლიან. 

სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ამ მიზნით მოსწავლეებს სოფო თუაევი, სამკერვალო “ატელია სომას” დამფუძნებელი ეწვევა. 

სოფიოს ვიზიტი სკოლაში ხორცილდება  გორის მე-10 საჯარო სკოლის ეკო-კომიტეტის, ,,ეკო-თაობა“ ინიციატივით, რომელიც სკოლის საზოგადოებას ჩაუტარებს ლექცია-საუბარს ნარჩენების მართვის მიმართულებით, მათგან მოწვეული სპეციალისტი კი მიმდინარე კვირიდან დაეხმარება და ასწავლის მოსწავლეებს მეორადი ტანსაცმლის განახლებას, მათგან გამოსაყენებელი ნივთების შეკერვას”, – განმარტავენ სკოლის ადმინისტრაციაში. 

მოსწავლეების მიერ შექმნილ ნაწარმს სკოლა საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებს.  

დატოვეთ კომენტარი