ახალი ამბები

ხაშურის საავადმყოფოში სამშობიარო განყოფილების აღდგენას გეგმავენ

ხაშურის საავადმყოფოში სამშობიარო განყოფილების აღდგენას აპირებენ. გეგმის არსებობა “ევექსის კლინიკის” მენეჯერმაც დაგვიდასტურა. 

ამ ეტაპზე ამ საკითხზე მუშაობა აქტიურად მიდის. იანვარში რამდენად მოხდება სამშობიარო ბლოკის აღდგენა, ჯერ ვერ გეტყვით“, – უთხრა ჯანო ვაშაძემ “მოზაიკას”.

ინფორმაციისთვის, ხაშურში სამშობიარო განყოფილება 3 წლის წინ გაუქმდა. მას შემდეგ მოსახლეობა მის აღდგენას აქტიურად ითხოვს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი