ახალი ამბები

გორში შშმ პირთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

3 დეკემბერს, გორის კულტურის სახლში შშმ პირების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

კონცერტიდან შემოსული თანხა მოხმარდება უსანათლოთა კავშირის გორის ფილიალისთვის გადაცემული ფართის რემონტს. 

“3 დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისო დღეა. სწორედ სიმბოლურია ჩვენი საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება, ვინაიდან კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება უსინათლო ადამიანების კეთილდღეობას, მათთვის კომფორტისა და ადაფტირებული გარემოს შექმნას. ღონისძიების მიზანია გარემონტდეს უსინათლოთა კავშირის გორის ფილიალისათვის გადაცემული ფართი, რათა ბენეფიციალებმა შეძლონ შესაფერის გარემოში მიიღონ მომსახურება”, – ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები. 

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უსინათლოთა კავშირის, კულტურის, განათლების და სპორტის ცენტრის ვაჟთა ანსამბლი “კრწანისი”, ქალთა ანსამბლი “ელიო”, რამინ მიქაბერიძე და ასევე ესტრადისა და ფოლკლორის ცნობილი ვარსკვლავები. ღონისძიება16:00 საათზე დაიწყება. საქველმოქმედო კონცერტის ბილეთის ფასი 15 ლარია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი