ახალი ამბები

ვასიკო ქენქაძე ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლდა 

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. 

“ვასიკო ქენქაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 115-ე შეხვედრაზე”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, ვასიკო ქენქაძე საოკუპაციო რეჟიმმა 15 ოქტომბერს უკანონოდ დააკავა. 27 ნოემბერს ქენქაძე ახალგორის ე.წ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა) დანაშაულის ჩადენაში და 50 000 რუსული რუბლით დააჯარიმა.

დატოვეთ კომენტარი