ახალი ამბები

ავტობანზე რამდენიმე მანქანა დაიმტვრა 

ავტობანზე, გორი – კასპის მონაკვეთზე, რამდენიმე მანქანა დაიმტვრა. 

“კასპიდან გორამდე მონაკვეთზე, მინიმუმ 5 მანქანა დაიმტვრა. ერთ-ერთი მიზეზი ეს უამინდობაც არის“, – უთხრეს “მოზაიკას”. 

გზის ამ მონაკვეთზე ავარიების ფაქტი შსს-შიც დაგვიდასტურეს. 

“მაგ მონაკვეთზ ორი ავარია მოხდა. ორივე შემთხვევაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო”. 

შსს-ს ცნობითვე, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, არავინ დაშავებულა. 

დატოვეთ კომენტარი