ახალი ამბები

10 დეკემბერს ნიქოზში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება 

10 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში სოფლის მთავარ ნაძვის ხეს საზეიმოდ აანთებენ. იდეის ავტორების ინფორმაციით, აღნიშნულ აქტივობას ყოველწლიური სახე მიეცემა. 

“გვინდა დიდი სიხარულით გაგიზიაროთ, რომ 10 დეკემბერს 18:00 საათზე, საზეიმოდ ავანთებთ ნიქოზის მთავარ ნაძვის ხეს, რომელიც ყოველლიურ ტრადიციად იქცევა და ყველა მომდევნო ახალ წელს, უფრო ემოციურსა და თბილს გახდის ჩვენი ბავშვებისთვისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვი”, – ამბობენ ორგანიზატორები. 

ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების გარდა, ორგანიზატორები ასევე აპირებენ, რომ ამ დღეს საქართველოში პირველად აღნიშნონ მადლიერების დღე. 

“ასევე, ამავე დღეს, ჩვენ შემოგვაქვს და ვაფუძნებთ ახალ დღესასწაულს საქართველოში – მადლიერების დღეს. ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იმსახურებს მადლობას იმისთვის, რასაც აკეთებს. სიმბოლურია, რომ დავიწყოთ იმ ადგილიდან, სადაც ყოველდღიურად ვხვდებით ისეთ ადამიანებს, ვინც ოკუპაციის საფრთხის მიუხედავად, არ დატოვა რეგიონი და განაგრძობს ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში ცხოვრებას და ბავშვების მომავლზე ზრუნვას”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სასკოლო პროექტის “მეურნობა” ავტორები ავრცელებენ. 

ინფორმაციისთვის, ნიქოზში პროექტის “მეურნეობა” ფარგლებში მარწყვის სათბური გაშენდა. “მეურნეობა” პირველი ქართული ინოვაციური პროექტია, რომელიც განათლების სისტემაში “Enterprise to school” სწავლების მეთოდს ნერგავს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.