ახალი ამბები

ჯერ ისევ დაკეტილ “ახალბაღში” მერია 2024 წელს ახალი სამუშაოების დაწყებას გეგმავს

გორის ცენტრალურ პარკში გორის მერია 2024 წელს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გეგმავს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, “ახალ ბაღში” მოედნები მოეწყობა. 

ქვეპროექტი ითვალისწინებს კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღის“ ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც გულისხმობს კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნების მოწყობას, ჩოგბურთის კორტების განთავსებას პარკის ტერიტორიაზე“, – ვკითხილობთ დოკუმენტში. 

გეგმის მიხედვით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება “ახალ ბაღის” ტერიტორიაზე წლის პირველ კვარტალში დაიწყება და მესამე კვარტალში დასრულდება. 

ამავე თემაზე: რა გაკეთდა “ახალბაღში” – მგფ ამბობს, რომ სამუშაოები მალე დასრულდება (ფოტოები)

ამავე თემაზე: გორის მერია “ახალბაღში” დამატებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროებას არ გამორიცხავს

ცენტრალურ პარკში ახალი ინფრასტრუქურის მოსაწყობად ბიუჯეტში 2 000 000 ლარია გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს დაწყებული რეაბილიტაცია “ახალ ბაღში” ამ დრომდე გრძელდება. პარკის გახსნის თარიღად, ბოლოს 15 ოქტომბერი დასახელდა, თუმცა ტერიტორიაზე სამუშაობი ჯერ ისევ გრძელდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.