ახალი ამბები

გორის მერია “ახალბაღში” დამატებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროებას არ გამორიცხავს

გორის მერიაში არ გამორიცხავენ, რომ რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ, ახალბაღში დამატებითი სამუშაოების შესრულება გახდეს საჭირო. 

“ახალაბაღის რეაბილიტაციის დასრულების თარიღი 15 ოქტომბრამდე არის გადაწეული, შესაბამისად მერია დაელოდება, როდის გადასცემს კომპანია დასრულებულ პროექტს, რის შემდეგაც არ გამორიცხავენ,რომ დამატებითი სამუშაოების შესრულება გახდეს საჭირო მერიის მხრიდან”, – წერია გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს იმ სხდომის ოქმში, რომელსაც გორის მერიც ესწრებოდა. 

სხდომაზე, საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ კითხეს გორის მერს, თუ იგეგმებოდა ახალბაღში მიმდინარე სამუშაოების შესახებ საჯარო პრეზენტაციის და განხილვის მოწყობა. 

“გამომდინარე იქედან,რომ საბჭოს მიერ წარდეგნილი რეკომენდაცია საჯარო განხილვებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილებულა, მერია საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. სამუშაოების და პროექტის ცვლილებებიდან გამომდინარე”, – აღნიშნულია სხდომის ოქმში. 

შეგახსენებთ, რომ “ახალბაღის” რეაბილიტაციას “მუნიციპალური განვითარების ფონდის” დაფინანსებით, შპს „AWARD“ ახორციელებს. პროექტის დასრულების თარიღი უკვე რამდენჯერმე შეიცვალა და ამჯერად, სამუშაოების დასრულებას მიმდინარე წლის შემოდგომით აანონსებენ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.