ახალი ამბები

მოსახლეობის მხრიდან ხშირია ცხაურების ქურდობის ფაქტები – გორის მერია 

ხშირია მოსახლეობის მხრიდან ცხაურების ადგილმონაცვლეობის და ქურდობის ფაქტები, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა განაცხადა. 

გიგა ბერიძის თქმით, სანიაღვრე არხების გადახურვას ქალაქში მოქალაქეთა განწყობები და დამოკიდებულებები ართულებს. 

“ცხაურების მოწყობას ქუჩების რეაბილიტაცია ითვალისწინებს. შესაბამისად, ნებისმიერი ახალი რეაბილიტაციის შედეგად, ყველა ქუჩას ექნება გადახურული არხები, თუმცა არსებობს ისეთი ფაქტებიც,როდესაც თვითონ მოსახლეობა ამბობს უარს მათი სახლის წინ ცხაურების მოწყობის,რადგან შემდეგ მანქანების სადგომად მოიხმარს გამვლელი ტრანსპორტი”, – აღნიშნა ბერიძემ. 

სანიაღვრე არხებზე ცხაურების მოწყობა ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომლითაც სამოქალაქო საბჭომ გორის მერს მიმართ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.