ახალი ამბები

ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიას უკრაინამ სანქციები დაუწესა

ბიზნესმენ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიას Bolero & Company უკრაინამ სანქციები დაუწესა.  შესაბამისი ჩანაწერი sanctions.nazk.gov.ua-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ვებგვერდზე მითითებულია, რომ ვახტანგ კარიჭაშვილის ჰოლდინგი საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია.

“ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიების ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს შპს Bolero & Company, არის აგრესორ ქვეყანაში ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი, რომელიც აგრძელებს მიწოდების გაზრდას და ბიზნესის კეთებას სანქცირებული პირების მიერ კონტროლირებად რუსულ კომპანიებთან”, – წერია განცხადებაში.

ვებ.გვერდზე ასევე განმარტებულია, რომ სანქცირება კარიჭაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს კავშირებს უკავშირდება, რომელიც უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაშია. 

რაც შეეხება ვახტანგ კარიჭაშვილისა და უჩა მამაცაშვილის ბიზნეს კავშირებს, რეესტრის თანახმად, კარიჭაშვილი ფლობს 50%-იან წილს სასტუმრო “მელიქიშვილი ინში”, რომელსაც უჩა მამაცაშვილის საინვესტიციო ჰოლდინგი Middle Seas Capital აშენებს.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიამ ააშენა გორში სასტუმრო “გორი ინნ”. 

ამავე თემაზე: რა კავშირი აქვს “გორი ინნ”-ს რუსეთთან, ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან?

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.