ახალი ამბები

თამაზ გინტურს კირბალში 11 ნოემბერს დაკრძალავენ 

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს სოფელ კირბალში ხვალ, 11 ნოემბერს დაკრძალავენ. 

ყოფილი სამხედროს უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად მოქალაქეები თბილისიდანაც ჩავლენ. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” დამფუძვნებელი, დავით ქაცარავა სხვა თანამოზარეებთან ერთად დაკრძალვაზე წასვლას გეგმავს. 

“ხვალ, კირბალში, 13:00 საათზე, მაიორ გინტურის გასვენებაა. ვისაც სურვილი აქვს – 9:30 – 10:00 -მდე  შევიკრიბოთ ველოსიპედთან და ერთად, საავტომობილო კოლონით დავიძრათ კირბალის მიმართულებით. 10:30-10:45 გავჩერდეთ მცხეთის ჯვრის ქვემოთ, ავტობანზე და იქედან გავაგრძელოთ გზა კირბალისკენ”, – წერს დავით ქაცარავა.

ინფორმაციისთვის, თამაზ გინტური ოკუპანტების ტყვიას იმ დროს ემსხვერპლა, როცა კირბალში, ლომისის სალოცავში, სხვა პირებთან ერთად სანთლების დასანთებად ავიდა. ოკუპანტებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს, მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს გუშინ, 9 ნოემბერს გადმოსცა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.