ახალი ამბები

“დაკავების დროს სახის არეში დაზიანება მიაყენეს” – ლევან დოთიაშვილი გამოკითხვაზე წაიყვანეს 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ გადმოიყვანეს. მას ჟურნალისიტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის ქართველმა სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე წაიყვანეს. 

როგორც სუს-ის  საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, დოთიაშვლის სახეზე აღენიშნება დაზიანება, რომელიც მას უკანონოდ დაკავების დროს მიაყენეს. 

“როგორც თავად განაცხადა, ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მისი თქმით, სახის არეში დაზიანება მიაყენეს უკანონოდ დაკავების დროს, დანარჩენი გარემოებები გამოიკვეთება გამოკითხვის დროს.  ლევანი არის მკვლელობის თვითმხიველი და გამოკითხული იქნება მოწმის სტატუსით. როგორც იცით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, შსს აწარმოებს გამოძიებას. ამაზე გაკეთდება განცხადება. ლევან დოთიაშვილის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით დამატებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია”, – განაცხადა ანთაძემ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები