ახალი ამბები

ჩემს ძმას მიზანმიმართულად ესროლეს – გივი გინტური

 კირბალში მოკლული თამაზ გინტურის ძმა ფიქრობს, რომ ოკუპანტებმა მის ძმას გამიზნულად ესროლეს.

გივი გნტურის თქმით, მის ძმას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

“2008 წლის ომის მონაწილეა, წოდებით არის მაიორი. მე რამდენადაც ვიცი ეძებდნენ, როგორც ომის მონაწილეს და დაიჭირეს კიდეც. მიზანმიმართულად არის ნასროლი, ესენი იყვნენ ეკლესიაში შესულები და თვითონ ოკუპანტები დაესხნენ თავს”,- ამბობს გივი გინტური.

გივი გინტურმა მედიასთან საუბარში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მიმართა და  მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით საგუშაგო გაკეთება სთხოვა.

“ჩემი მოთხოვნაა, ვთხოვ გომელაურს, დააყენოს გინდა, მესაზღვრე, გინდა, გააკეთოს ერთი საგუშაგო, რომ სოფელი იყოს დაცული”, – აღნიშნა გინტურმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.