ახალი ამბები

“სტალინის ქუჩაზე ხდება დაერთება” – გორს წყალმომარაგება შეუწყდა 

გორში წყალმომარაგება დილიდან შეწყდა. მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. 

“მოსახლოება გაფრთხილებულია, წინასწარ დაეგზავნათ მესიჯები. სტალინის ქუჩაზე ტარდება გარკვეული სამუშაოები, დაერთება ხდება”, – გვითხრა კონსტანტინე თავზარაშვილმა, წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელმა. 

წყლის მიწოდება ქალაქში 19:00 საათიდან აღდგება. 

დატოვეთ კომენტარი