ახალი ამბები

“ნასვამი მართავდა” – აგარაში მერის წარმომადგენელს მანქანა ჩამოართვეს 

ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის ტერიტორიულ ორგანოში მერის წარმომადგენელს, თემურ ხმალაძეს ავტომანქანა ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო ჩამოართვეს. 

როგორც ადგილობრივები “მოზაიკას” უყვებიან, თემურ ხმალაძე ახლობელის გასვენებაში იმყოფებოდა.

“ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ავტომანქანა დაძრა, ქუჩებში უსწორმასწოროდ მოძრაობა დაიწყო, ამ დროს არავინ დაშავებულა, თუმცა პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის გამო, მისივე კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვა და საპატრულო ავტოსადგომზე გადაიყვანა”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, თემურ ხმალაძემ “მოზაიკასთან” საუბარი არ ისურვა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი