ახალი ამბები

ქარელის მერმა საზოგადოებას ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა 

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა საზოგადოებას ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშმა კითხვა-პასუხის გარეშე ჩაიარა და დაახლოებით 20-30 წუთი გაგრძელდა. 

მისი ანგარიშის მოსასმენად ქარელის კულტურის სახლში სხვადასხვა ა(ა)იპ-ს თანამშრომლები, პედაგოგები და სხვა საჯარო მოხელეები მივიდნენ. 

ერთწლიანია ანგარიშის დასრულების შემდეგ, ზაზა გულიაშვილმა დარბაზში მყოფი აუდიტორია ხვალ, 28 ოქტომბერს დაგეგმილ, სახალხო ღონისძებაზე დაპატიჟა. 

“მინდა, ყველა ჩემს თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ ყველაფერი რაც გაკეთდა, მათი ნამუშევარია. ყველას მადლობას გიხდით გაწეული მუშაობისთვის. ასევე მინდა, ხვალიდელ  სახალხო დღესასწაულზე, “ქარელობაზე” დაგპატიჟოთ. ხვალ იქნება ძალიან კარგი ღონისძიება. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები და დაიწყება დილიდანვე”, – განაცხადა გულიაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ზაზა გულიაშვილი შიდა ქართლში მუნიციპალიტეტის მერებიდან, ერთ-ერთი პირველი აბარებს, ხოლმე საზოგადოებას ერთლიანი მუშაობის ანგარიშსს. გასულ წელს, მან აღნიშნული ანგარიში 28 ოქტომბერს წარადგინა. 

დატოვეთ კომენტარი