ახალი ამბები

“იაკობობა 2023” ვარიანში 28 ოქტომბერს ტრადიციული ღონისძიებებით აღინიშნება 

28 ოქტომბერს “იაკობობა 2023“ მის მშობლიურ სოფელში, ვარიანში ტრადიციულად, სხვადასხვა ღონისძიებებით აღინშნება. 

მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები 13:00 საათიდან გაიმართება.

სადღესასწაულო ტერიტორიაზე სტუმრები მოუსმენენ მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემსრულებლების შემოქმედებას, დაათვალიერებენ ფაცხებს საშემოდგომო ნობათით და გაეცნობიან დედაენის თემატიკის გათვალისწინებით მოწყობილ საჯარო სკოლების კუთხეებს.

საბავშვო მწერალი, პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და ,,დედა ენის“ ავტორი იაკობ გოგებაშვილი 1840 წელს ვარიანში დაიბადა. მწერალი 1912 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაგეგმილი ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით იმართება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.