ახალი ამბები

დაბა აგარაში სკოლას რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩაუტარდება 

ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში საჯარო სკოლას რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩაუტარდება.

სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტის  „ინოვაციები, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც 7 425 125 ლარია გათვალისწინებული. 

შესაბამისი სამუშაოებისთვის ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკისგან სესხად მიიღო დაფინანსება, რომლის ნაწილს აღნიშნული სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისთვის გამოიყენებს. 

სატენდერო პირობების მიხედვით, რეაბილიტაცია სამუშაოების დაწყებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.