ახალი ამბები

გორში ხუთ წევრიანი ოჯახი საცხოვრებლიდან იძულებით გამოასახლეს

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში 5 წევრიანი ოჯახი სახლიდან იძულებით გამოასახლეს.

ოჯახი ორ მცირეწლოვანთან ერთად ღია ცის ქვეშ რჩება. პავლიაშვილები ამბობენ, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდენ. 

მათი თქმით, სახლი კანონიერად იყიდეს, თუმცა ვერ გაიფორმეს, რადგან აღმოჩნდა, რომ წინა მესაკუთრე, თავად არ იყო ფართის კანონიერი მფლობელი და სინამდვილეში ბინას აქირავებდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.