ახალი ამბები

გორის მერია ორ სოფელში სდადიონების მოსაწყობად ჩინეთიდან მიღებულ გრანტს გამოიყენებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია, მერეთსა და ქვემო არცევში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 136 500 ლარია გათვალისწინებული. 

ორივე სოფელში სტადიონის მოწყობა ჯამში 321 500 ლარი ჯდება. როგორც ირკვევა, მერიას სამუშაოების სრულფასოვნად შესრულებისთვის საჭირო თანხა არ აქვს, ამიტომ სამუშაოების ჩატარებისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან გრანტს გამოიიყენებს.

“გორის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ჩინური მხარე გეგმავს ჰუმანიტარულ საჭიროებებზე საპასუხოდ მხარდაჭერა აღმოუჩინოს შესაბამის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს საქართველოსა და ჩინეთს შორის დამყარებული სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში. აღნიშნული მიზნით, ჩინეთის მთავრობის მიერ გამოყოფილია 500,000 ჩინური იუანი რაც დაახლოებით  185,000 ლარია”, – წერია განკარგულებაში.

აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე 19 ოქტომბერს იმსჯელებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.