ახალი ამბები

გორში, სადგურის დასახლებაში ხანძარია – ცეცხლი სანტექნიკის მაღაზიას გაუჩნდა

გორში, სადგურის დასახლებაში ხანძარია, – არსებული ინფორმაციით ცეცხლი სანტექნიკის მაღაზიას გაუჩნდა. 

“ბენზინგასამართი სადგურის წინ არის სანტექნიკის მაღაზია, სამშენებლო მასალებიცაა.  გაუჩნდა ცეცხლი, ძალიან დიდი ცეცხლია”, – აცნობა თვითმხილვევლმა “მოზაიკას”. 

ადგილზე არსებული ვითარების შესახებ დამატებითი ინფორმაციას “მოზაიკა” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.