ახალი ამბები

“ნაბახტევის ხიდის ჩანგრევის შედეგად დაზიანდა გაზის მილი” – როდის აღდგება გაზმომარაგება 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევთან მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს დაზიანებული ხიდის დემონტაჟის სამუშაოები. მობილიზებულია ტექნიკა. განხორციელდა მოაჯირის და ხიდის ჩაშლილი კონსტრუქციის დემონტაჟი.

ხაშურის მერიის ცნობით, უახლოეს პერიოდში დაიწყება საპროექტო სამუშაოები ხიდის რეაბილიტაციის მიზნით.

“ხიდის ჩანგრევის შედეგად, დაზიანდა გაზის მილი, რის გამოც მოსახლეობას ამ ეტაპზე გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები და გაზმომარაგება უახლოეს პერიოდში აღდგება”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი გუში, 5 ოქტმბერს ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ნაბახტევის მოსახლეობა სოფელთან დამაკავშირებელი მოქმედი ალტერნატიული ხიდით სარგებლობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.