ახალი ამბები

გორის სასამართლოში მამის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი გაიმართა 

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თავით მაკარაძემ მამის მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის სანდრო ინაური წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

დაცვის მხარე მის გათავისუფლებას 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

რაც შეეხება ბრალდების პოზიციას, პროკურორის განცხადებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი და მტკიცებულებები, რომლებიც დაკავებულის ბრალეულობას ადასტურებს. მისივე თქმით, სწორედ ამის გამო არსებობს ბრალდებულის მიმალვისაა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეც. 

ბრალდებულს სხდომაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია. წინასასამართლო სხდომა 20 ნოემბერსაა ჩანიშნული. 

ამავე თემაზე: “საბნებში გადაუხვევია, აგარაკზე წაუღია” – რა დეტალები ხდება ცნობილი ქორდში მომხდარ მკვლეობაზე

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.