ახალი ამბები

“საბნებში გადაუხვევია, აგარაკზე წაუღია” – რა დეტალები ხდება ცნობილი ქორდში მომხდარ მკვლეობაზე

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში მამის მკვლობისთვის 28 წლის მამაკაცი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა სანადირო თოფით მოკლა მამა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი სახლიდან მოშორებით, თბილისში მდებარე აგარაკზე გადაიტანა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხევის შესახებ გვიან გაიგეს, თუმცა ამბობენ, რომ მამა-შვილს შორის უთანხმეობა ხშირად იყო. 

არსებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი თბილისში ცხოვრობდა და სოფელში პერიოდულად ჩადიოდა. 

შსს-ს ცნობით, მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ამავე თემაზე: გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შვილმა მამა მოკლა – დაკავებულია 28 წლის მამაკაცი

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.