ახალი ამბები

ნაძვის ხის დამატებითი ტოტები და სათამაშოები – რას ყიდულობს საახალწლოდ გორის მერია

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი საახალწო განათებების შესააძენად. უწყებამ გადაწყვიტა საახალწლო სამზადისი რამდენიმე თვით ადრე დაიწყოს. განათებების შესაძენად 225 300 ლარი გაითვალისწინა. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხა ორჯერ მეტია წინა წლებში გათვალისწინებულ თანხაზე. როგორც ირკვევა მერიას ამ თანხაში განათებების გარდა, სურს შეიძინოს ნაძვის ხის დამატებითი ტოტები განათებებით.

უწყება 150 ტოტისა და 75 სათამაშოს შეძენას გეგმავს. ასევე, დაგეგმილი აქვს ილუმინაციის შეძენაც “2024”. 

გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 10 ოქტომბრიდან დაიწყება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.