ახალი ამბები

“გამიზნულად ამოავსეს სანიაღვრე მილი” – ქარელში კორპუსის სახურავიდან ბინებში წყალი ჩადის

ქარელში, თამარ მეფის ქუჩაზე, კერძო საკუთრებაში არსებულ ფართში, რომელის ფასადიც განახლებული რეგიონების ფარგლებში გარემონტდა, მეპატრონე რუსო ქვრივიშვილი წერს, რომ სანიაღვრე მილში გამიზნულად ჩაყარეს ცელოფნის პარკები, რათა ახლად გარემონტებულ ფართში წყალი ჩასულიყო და დაზიანებულიყო.

“მოზაიკასთან” საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები სხვა დროსაც მომხდარა, მიზეზი კი პირადი უთანხმოებაა მასსა და ფართით დაინტერესებულ პირს შორის.

“ვინც მე და ჩემს ოჯახს იცნობს, იცის რა ფასად გვიჯდება თვითოეული ნივთის თუ ქონების შეძენა. დედამიწაზე არ მეგულება სულიერი ვინც მეტყვის რომ მისი რამე მმართებს, მაგრამ არსებობენ სამწუხაროდ ადამიანები,  ვისაც არაფრის გამო შეუძლიათ გაგიკეთონ სიბოროტე. რა თქმა უნდა, ყველას მოეკითხება და არ დავიცდი ღმერთი როდის მოკითხავს, ჩვენთითონ გავცემთ პასუხს”, – წერს რუსო ქვრივიშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი