ახალი ამბები

“განყოფილებები ერთმანეთის მიყოლებით დახურეს” – რა ხდება “გორმედში”

“რეგულირების სააგენტოს დაუხურია, ძალიან ბევრი დარღვევები აღმოუჩენიათ”, – უთხრეს “მოზაიკას”. გავრცელებულ ინფორმაციით, კლინიკა “გორმედი” პაციენტებს ვეღარ იღებს. 

“სასწრაფომ შეიყვაინა პაციენტი გუშინ და კლინიკამ არ მიიღო. ასე გვითხრეს, დავსანქცირდითო”, – გვითხრა ერთ-ერთი პაციენტის ახლობელმა. 

“მოზაიკა” ვითარების გარკვევას “გორმედში” შეეცადა, თუმცა კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. კლინიკაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას “მოზაიკა” დღის განმავლობაში მოგაწვდით. 

დატოვეთ კომენტარი