ახალი ამბები

ქარელში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ქარელში, ამირეჯიბის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ხანძარი ძველი სადენებიდან გაჩდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებმა ხანძარი ჩააქრეს. ხანძრის გაჩენის დროს, სახლში დედა და შვილი იმყოფებოდნენ.

დატოვეთ კომენტარი