ახალი ამბები

გორში 7 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი გაიმართება 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები” გაიმართება. გორი ფესტივალს 7 ოქტომბერს უმასპინძლებს.

გთავაზობთ ღონისძიებების ჩამონათვალს:
  • 14:00-21:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა;
  • 14:00-21:00 კვების სივრცე: მწვადი, ჩურჩხელა, თაფლი, ხინკლუკების ჩიფსები, შემწვარი წაბლი, ელარჯის ბურთულები;
  • 14:00-21:00 პურის ცხობა, ღვინის დაწურვა საწნახელში, ჩურჩხელების ამოვლება;
  • 14:00-21:00 შემეცნებითი და გასართობი აქტივობები: თიხის ჭურჭლის ძერწვა, ღვინით ხატვა, ტილოზე ხატვა, ყვავილების გვირგვინების დამზადება, ქართული ცეკვის შესწავლა;
  • 19:00-21:00 კონცერტი: ანსამბლი „ჩვენებურები“;
  • ბენდი „New One“.
დატოვეთ კომენტარი