ახალი ამბები

“ტენდერი შედგა, მალე დაიწყება დახაზვა” – გორის მერია “ზებრა” გადასასვლელებზე 

რამდენიმე თვეა გორში არც ერთ ცენტრალურ ქუჩასა თუ გამზირზე ქვეითთა გადასასვლელები წაშლილია და აღარ ეტყობა. ე.წ. ზებრები მერიამ ბოლოს გასულ წელს დახაზა. 

როდის დაიხაზება ქალაქში ახლიდან “ზებრა” გადასასვლელები, ამ კითხვით “მოზაიკამ” მერიასა და კეთილმოწყობის სააგენტოს 2 თვის წინაც მიმართა. პასუხი მაშინაც იგივე იყო: “მალე დაიხაზება”. 

ამჯერადაც, გორის მერიაში განაცხადეს, რომ “ზებრა” გადასასვლელების დახაზვა მალე დაიწყება. 

“ტენდერი შედგა და უახლოეს დღეებში დაიწყება დახაზვა”, – განაცხადეს გორის მერიაში. 

ამავე თემაზე: “დახაზვას ვაპირებთ” – გორში ერთი წლის წინ დახაზული “ზებრები” წაშლილია 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.