ახალი ამბები

კასპში ირინა ბაირამაშვილი, მირზა მოდებაძე და  ჯგუფი „NEW ONE” იმღერებენ 

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული მუსიკალური საღამოების ფარგლებში ღონისძიებას დღეს, 22 სექტემბერს კასპის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს.

ქალაქის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს მზადება, მონტაჟდება სცენა, მოეწყო პავილიონები სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა გაიმართება, ბავშვებისთვის კი ეწყობა სპეციალური გასართობი კუთხეები.

საღამოს 19 საათიდან გაიმართება კონცერტი, რომელშიც ირინა ბაირამაშვილთან და მირზა მოდებაძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ბენდი “NEW ONE”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.