სტატიები

“აშენებული, მაგრამ უფუნქციო” – ოპოზიცია გორის მუნიციპალიტეტში გაუხსნელ საბავშვო ბაღებზე 

გორის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის რამდენიმე საბავშვო ბაღის შენობაა, რომელიც წლებია აშენდა ან გარემონტდა, მაგრამ სააღმზრდელო პროცესი არ დაწყებულა. 

ჩატარებული სამუშაოების ხარისხსზე დიდი ხანია საუბრობენ როგორც მოქალაქეები, ისე ოპოზიცია. ენმ-ს წევრი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ მეჯვრისხევის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის დახარჯული თანხები, ფაქტობრივად წყალში გადაიყარა, რადგან მეოთხე წელია საბავშვო ბაღი არ ფუქნციონირებს და შენობა უპატრონოდაა დატოვებული. 

“სოფელ მეჯვრისხევში, მიუხედავად კოლოსარული თანხების გახარჯვისა აშენებული საბავშვო ბაღის შენობა არ ფუქნციონირებს. მთელს ქვეყანაში დაიწყო სააღმზრდელო პროცესი, მაგრამ სამწუხაროდ ეს პროცესი ვერ დაიწყო მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში. როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებას არ შეუძლია ნორმალურად ჩაატაროს სამუშაოები და ბოლომდე მიიყვანოს. სოფელ მეჯვრისხევის გარდა სხვა სოფლებშიც იგივე სიტუაციაა”, – ამბობს ბექა ქორჩილავა. 

საბავშვო ბაღის შენობა არ ფუნქციონირებს სოფელ შინდისშიც. ბექა ქორჩილავას თქმით, შენობის რეაბილიტაციისთვის სამუშაოები ჩატარდა, თანხაც გაიხარჯა, მაგრამ შენობა კვლავ დაკეტილია. 

“სოფელ შინდისში, ხელისუფლებამ ტენდერიც გამოაცხადა, სამუშაოებიც ჩაატარა, მაგრამ საბავშვო ბაღი კვლავ უფნქციოა. კომპანიას მისცეს თანხები, სახურავი და კოსმეტიკური რემონტი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არ შესრულა და როგორც გარეთ წვიმს, ისე შიგნით. ახლა საუბარია, რომ ხელახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რაც რა თქმა, უნდა კიდევ გაურკვეველი ვადით გადადებს აღნიშნული შენობის გახსნას”, – ამბობს ქორჩილავა. 

ამავე თემაზე: საბავშვო ბაღი, რომლის რეაბილიტაციაში 145 ათასი დაიხარჯა, არ მუშაობს – ენმ-ს კრიტიკა გორის მერს

აშენების მიუხედავად არ გახსნილა მეღვრეკისის საბავშვო ბაღიც. აღსანიშნავია, რომ მეჯვრისხევსა და მეღვრეკისში საბავშვო ბაღების შენობები ერთიდაიგივე კომპანიამ ააშენა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა ხარვეზები გამოვლინდა დასრულებულ პროექტებში, რის გამოც შენობების გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო. 

ამავე თემაზე“როდის გახსნით?” – მეჯვრისხევისა და მეღვრეკისის საბავშვო ბაღების ბედი კვლავ უცნობია

შესაძლოა საქმე გვქონდეს კორუფციასთან – GMC მეჯვრისხევის და მეღვრეკისის ბაღებზე 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.