ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილის კონკურენტი შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მამუკა ტუსკაძე იქნება 

გორი – კასპის მაჟორიტარობისთვის საპარლამენტო შუალედურ არჩევნებში, გიორგი სოსიაშვილის კონკურენტი მამუკა ტუსკაძე იქნება. 

ტუსკაძე პოლიტიკური მოძრაობის “სოციალური სამართლიანობისთვის” თავმჯდომარეა. მისი პარტია მონაწილეობდა ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პროპორციული სიით. 

“ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ გრძელვადიანი და ხანგრძლივი გეგმები გვაქვს და ყოველივე ეს დაგვეხმარება ამ გეგმების შესრულებაში, კერძოდ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებაში, რათა ყველა მოქალაქემ თანაბარ პირობებში იგრძნოს თავი”, – აცხადებდა ის 2020 წელს. 

შეგახსენებთ, რომ შუალედური საპარლამენტო არჩევნდები 1-ელ ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნები ნახევრად ელექტრონული წესით გაიმართება. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის  სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება.  ამომრჩეველთა ვერიფიკაციის,  ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3% მიიღებს. დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

დატოვეთ კომენტარი