ახალი ამბები

ხაშურის ტურისტული ცენტრი “ხაშურ ქალაქობაზე” გაიხსნება – მერია

ხაშურის ტურისტული ცენტრი, რომელიც 2020 წელს აშენდა, 14 ოქტომბერს გაიხსნება.

“ტურისტული ცენტრი “ხაშურ ქალაქობაზე” გაიხსნება. ასე გვაქვს დაგეგმილი”, – გვითხრა კოტე ფრუიძემ, ხაშურის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა.

ხაშურის ტურისტული ცენტრის აშენებისთვის 2020 წელს ბიუჯეტიდან 64 000 ლარი დაიხარჯა, 2023 წელს კი მას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. როგორც მერიაში ამბობენ, ამ დროისთვის ცენტრი სრულად აღჭურვილია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი