ახალი ამბები

7 საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე – რაზე ისაუბრეს ერგნეთში 

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ამჯერადაც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებები თითქმის 7 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბორდერიზაციის და უკანონოდ დაკავების ფაქტები გააპროტესტეს. ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს 12 მოქალაქე იქნა გატაცებული, ბორდერიზაცია კი 14-ჯერ განახლდა.

ამ დროისთვის, ცხინვალის ციხეში სულ 4 უკანონო პატიმარი იმყოფება, სუს -ის წარმომადგენლის თქმით, მათ ოჯახებს პოზიტიურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გააცნობენ.

“როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში 4 ჩვენი თანამოქალაქე. ახლა არ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ახლო მომავალში გვექნება საშუალება, რათა მათ ოჯახებს ვამცნოთ, გარკვეული პოზიტიური ამბავი”, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ. 

დღევანდელ შეხვედრაზე საოკუპაციო ჩორჩანაში კვალავ ქართული საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება მოითხოვა, რაზეც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან უარი მიიღო. მომდევნო შეხვედრა 1 ნოემბერს ჩაინიშნა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.