ახალი ამბები

“ხაშურ ქალაქობაზე” სტუმრებს ლიეტუვადან, ლატვიიდან და უკრაინიდან ელოდებიან

“ხაშურ ქალაქობის” ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 26 500 ლარით გაიზარდა. როგორც “მოზაიკას” უთხრეს, ამის მიზეზი უცხოური დელეგაციების სტუმრობაა. 

“დამეგობრებული ქვეყნების დელეგაციას ველოდებით და მაგიტომ გახდა საჭირო თანხის დამატება. დაზუსტებული ინფორმაციით “ხაშურ ქალაქობაზე” ლიეტუვას, ლატვიის და უკრაინის ქვეყნის დელეგაციები გვეწვევიან”, – გვითხრა ხაშურის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა კოტე ფრუიძემ.

ინფორმაციისთვის, 2022 წელს “ხაშურ ქალაქობაზე” ბიუჯეტიდან 50 000 ლარი დაიხარჯა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი