ახალი ამბები

ქარელში 15 ქუჩის რეაბილიტაცია დაიგეგმა – მერიამ 877 176 ლარი გამოყო

ქარელის მერიამ ქალაქში 15 ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 877 176 ლარი გამოყო. 

“მოზაიკა” გთავაზობთ დაგეგმილი სამუშაოების ჩამონათვალს: 

  • ახალგაზრდობის ქუჩის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 62 714 ლარისა;
  • ახალგაზრდობის ქუჩის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 44 009 ლარისა;
  • ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 26 285 ლარისა;
  • ერთობის ქუჩისა და ერთობის ჩიხის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 219 955 ლარისა;
  • თამარ მეფის ქუჩაზე კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 12 684 ლარისა;
  • კეცხოველის ქუჩის შესახვევის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 38 587 ლარისა;
  • მარჯანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 134 859 ლარისა;
  • ნინოშვილის ქუჩის N2 ეზოს რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 25 494 ლარისა;
  • ნონეშვილის ქუჩის (გაგრძელება ქვესადგურამდე) რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 196 192ლარისა;
  • ნონეშვილის ჩიხის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 40 145 ლარისა;
  • მასწავლებელთა სახლის ეზოს (ვაჟა-ფშაველაზე) რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 26 470 ლარისა;
  • რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 12 401 ლარისა;
  • სააკაძის ჩიხის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 7 697 ლარისა;
  • ცაბაძის I ჩიხის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 12 424 ლარისა;
  • ცაბაძის II ჩიხის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 17 260 ლარისა;

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქუჩების რეაბილიტაცია შერჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა მოხდეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი