ახალი ამბები

ხაშურის მერიამ სურამში ახალ სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწესრიგება გადაწყვიტა

ხაშურის მერიამ,  სურამში ახალ სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწესრიგება გადაწყვიტა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერიამ ამისთვის ბიუჯეტიდან 305 541 ლარი გამოყო.

გზის მოწესრიგება ორ ეტაპად უნდა მოხდეს: 

  • პირველი ეტაპი: 2023 წელი – ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2023 წლის 10 დეკემბრისა;
  • მეორე ეტაპი: 2024 წლის 1 მარტიდან 35 კალენდარული დღე.

ინფორმაციისთვის,  ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ახალ სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწესრიგება ადგილობრივების მოთხოვნა იყო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი