სტატიები

ოპოზიციონერ დეპუტატებს ფრაქცია “ქარელის” შექმნის უფლება საკრებულომ არ მისცა

ოპოზიციონერი დეპუტატის ინიციატივას ქარელის საკრებულოში ახლი ფრაქციის “ქარელის” შექმნასთან დაკავშირებით, საკრებულომ მხარი არ დაუჭირა.

სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავჯდომარემ ამის მიზეზად თვითმმართველობის კოდექსში არსებული ჩანაწერი დაასახელა. 

“ვინაიდან მურთაზ ცისკაძე წარმოდგენილია საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, ხოლო აღნიშნულ პარტიას უკვე ჰყავს საკრებულოში ფრაქცია, აღარ აქვს უფლება გაწევრიანდეს სხვა რომელიმე ფრაქციაში”, – განმარტა ცირა ინდუაშვილმა. 

მისი თქმით, საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლზე, რომლის მეორე ნაწილში ვკითხულობთ:

“ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია”. 

ახალი ფრაქციის შექმნა საკრებულოში პარტიის “საქართველოსთვის” წევრ ვასიკო ბაქრაძეს,  აგარისა და ქვენატკოცის მაჟორიტარ დეპუტატს მურთაზ ცისკაძეს და “ლელოს” წევრ ზურა ლეკიშვილს სურდათ. 

მურთაზ ცისკაზე აგარისა და ქვენატკოცის მაჟორიტარულ ოლქში ენმ-ის კანდიდატი იყო. მან პარტია ფრაქციის შექმნის ინიციატივის დაყენებამდე დატოვა. სწორედ ამიტომ ფრაქციის შექმნის ინიციატორი ვასიკო ბაქრაძე ამბობს, რომ კანონის ეს მუხლი საკრებულომ არადემოკრატიული მიზნებისთვის გამოიყენა. 

“უსამართლოდ მიგვაჩნია აღნიშნული გადაწყვეტილება. მათ ჩვენ უსამართლოდ შეგვიზღუდეს უფლება შეგვექმნა ფრაქცია. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ სამართლებლივ დავას”, – აღნიშნა ვასიკო ბაქრაძემ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი