“მიმდინარეობს მუშაობა ვითარების გამოსასწორებლად”, – გვითხრეს ხაშურის მერიაში სტადიონებზე ელექტრო სადენების მოწესრიგების საჭიროებაზე საუბრისას.
“ყველგან, სადაც არის მოწესრიგება საჭირო, ჩახსნილია ელექტრომომარაგება უსაფრთხოების მიზნით. მიმდინარეობს მუშაობა ვითარების გამოსასწორებლად”, – აღნიშნა ხაშურის მერიის პრესსამსახურის უფროსმა, ნინო სუხიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივები მინი სტადიონებზე ელექტრო კაბელების მოწესრიგებას ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, ამ დროისთვის სტადიონებზე უსაფრთხო გარემო არაა.
დატოვეთ კომენტარი