ახალი ამბები

სანამ მე ვიქნები მერი, მაგ ქუჩაზე ვერ ივაჭრებთ – სად შესთავაზა გადასვლა ხინჩეგაშვილმა მოვაჭრეებს

გურამიშვილის ქუჩაზე მომუშავე გარემოვაჭრეების ნაწილი მუნიციპალურ ინსპექციასთან დაპირისპირების შემდეგ, გორის მერთან შესახვედრად მივიდნენ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მოვაჭრეებს მოადგილეებთან ერთად შეხვდა. 

როგორც მოვაჭრეები ამბობენ, მერმა მათ ხაზგასმით უთხრა, რომ მისი მერობის პერიოდში ისინი აღნიშნულ ქუჩაზე ვეღარ ივაჭრებენ. მათივე თქმით, ხინჩეგაშვილმა მათ რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზა და ასევე დაპირდა, რომ შემდგომში გადახურულ დახლებსაც მოუწყობს. 

“ჩვენი საუბარი დასრულდა იმით, რომ გვითხრა მერმა, ამ ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები აღარ იქნებით, ვიდრე მე ვარ მერიო. შემოგვთავაზა ლიახვის პირზე არსებული ბაზრობა, ბაზარი 21-ე და ქართლის ქუჩის ჩიხი. რახან ახალ ბაზარში ხალხი არ არის და ვერ ვაჭრობთ, ამ ტერიტორიებზე ივაჭრეთო. ცოტა ხანი დამაცადეთ და გადახურულ მაგიდებსაც გაგიკეთებთ, რომ წვიმა არ დაგივიდეთ და კომფორტულად ივაჭროთო”, – ამბობს მერთან შეხვედრიდან გამოსული ერთ-ერთი მოვაჭრე, მარიკა გაგლოშვილი. 

გარემოვაჭრეების თქმით, ისინი მერის შეთავაზებას განიხილავენ და სავარაუდოდ, საქმიანობას ქართლის ქუჩაზე გააგრძელებენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.