ახალი ამბები

“დაზიანდა ორხევის წყლის მილი” – რა განცხადებას ავრცელებს ხაშურის მერია 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რიკოთზე ავტობანის მშენებლობის გამო, დაზიანდა ორხევის წყლის მილი, რამაც გამოიწვია წყლის მიწოდების შეფერხება. 

“რიკოთზე მიმდინარე ავტობანის მშენებლობის გამო დაზიანდა ორხევის წყლის მილი, რამაც გამოიწვია ჩუმათელეთისა და იტრის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების მიწოდების შეფერხება. სამუშაოები მიმდინარეობს მილის რეაბილიტაციისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში. 

აღნიშნულ განცხადებას მოქალაქეები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ამ დასახლებებში სასმელი წყალი ისედაც არ იყო. 

“დაგვცინით?! ან დაზიანებამდე სად მოდიოდა წყალი?, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე. 

ხაშურის მერიის ცნობით, წყლის მიწოდება პრობლემის აღმოფხვრითანავე აღდგება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.