ახალი ამბები

“19 აგვისტოდან ვეღარ შეძლებთ უკანონო საქმიანობას” – გორის მერია გარემოვაჭრეებს აფრთხილებს 

გორის მუნიციპალიტეტის მერია გარემოვაჭრეებს აფრთხილებს, რომ 19 აგვისტოდან ვეღარ შეძლებენ ვაჭრობას გურამიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. 

უწყებამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია რომ თუკი გარემოვაჭრეები აღნიშნულ ქუჩებზე მუშაობას არ შეწყვეტენ, მერია კანონით განსაზღვრულ ზომებს გაატარებს. 

“ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისა და ანტისანიტარიის აღმოფხვრის მიზნით, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლების მოთხოვნის საფუძველზე, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარემოვაჭრეები უკანონო საქმიანობას 19 აგვისტოდან ვეღარ შეძლებენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ გურამიშვილის ქუჩასა და ჭავჭავაძის გამზირზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და ვაჭრობა განაგრძოთ კანონით გათვალისწინებულ ადგილებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონით განსაზღვრული ღონისძიებები”, – ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ბოლო პერიოდში რამდენჯერმე უკვე მოხდა გარემოვაჭრეების გაფრთხილება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.