ახალი ამბები

“დარღვევების აღმოჩენისას დარეკეთ ცხელ ხაზზე” – გორის მუნიციპალური ინსპექცია 

გორის მუნიციპალური ინსპექცია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ცხელ ხაზზე, 13 00  დარეკონ. 

აღნიშნულ სამსახური ცოტა ხნის წინ შეიქმნა, რომლის მიზანია დარღვევების გამოვლენა და რეაგირება. სამსახურის დებულების მიხედვით, დამრღვევის მიმართ გატარდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ნარჩენების მართვისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსებით გათვალისწინებული ღონისძიებები.

“სამსახურის თანამშრომლები ეხმარებიან მოსახლეობას იმ გამოწვევების დაძლევაში, რომლებიც დისკომფორტს უქმნის მათ ყოველდღიურობას. ორგანიზაცია უფლებამოსილებას დადგენილი წესით გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახორციელებს”, – ნათქვამია მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე კვირის წინ, გურამიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩაზე გარემოვაჭრეებიც გააფრთხილეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.