ახალი ამბები

ხაშურის #3 სკოლის მოსწავლის გუნდის ინოვაციურმა პროექტმა 1-ელი ადგილი დაიკავა

ხაშურის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლა ლომიძე პირველი ინოვაციური ბანაკის წარმატებული მონაწილეა. 

სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, თეკლას ჯგუფის ინოვაციურმა პროექტმა პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა და ჯგუფის წევრებთან ერთად 1000 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა.

“საზაფხულო ბანაკის 52 მონაწილე ტექნოლოგიების, მეწარმეობის, თანამედროვე პროფესიების შესახებ თეორიულ და პრაქტიუკულ გამოცდილებას იღებენ. AI-ით დაწყებული IoT-ით და პიჩინგით დასრულებული მონაწილეები ყველაფერს იკვლევენ გუნდურად. ბანაკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვებისთვის, რადგან ის აღჭურავს მათ აუცილებელ ტექნოლოგიურ და სამეწარმეო უნარ-ჩვევებით. ხელს შეუწყობს, შემოქმედებითობას, და ინოვაციურობას”, – ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი