ახალი ამბები

წლებია ლაპარაკობთ და ა(ა)იპ- ებში ხელფასები მაინც არ იმატებს – ხაშურის საკრებულოს წევრი 

ხაშურში სასპორტო გაერთიანებაში არსებული ხელფასებით უკმაყოფილოა საკრებულოს წევრი ,ფრაქცია “ქარათული ოცნებიდან” დავით მეტრეველი. 

მეტრეველის თქმით, ცალკეულ ა(ა)იპ-ებში ხელფასები არათანაბარია, ზოგიერთ თანამშრომელს კი ძალიან დაბალი ხელფასი აქვს. 

“წლებია ლაპარაკობთ და ხელფასები მაინც არ მომატებულა,თუ ვერ უმატებთ გაათანაბრეთ მაინც.  მწვრთნელები, რომლებიც ერთი და იგივე საქმეს აკეთებენ სხვადასხვა ხელფასები აქვთ.დიტო მუმლაძე მაგალითად, შესანიშნავი ახალგაზრდები ჰყავს, კარგი შედეგებიც აქვს, თუმცა ყველაზე დაბალი ხელფასი მას აქვს. ზოგადად, შიდა ქართლში ყველაზე დაბალი ხელფასები ხაშურის მერიის ა(ა)იპ-ებშია, 190 ლარი რომ ექნება კაცს ხელფასი, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ”, – განაცხადა დავით მეტრეველმა.

საკრებულოს წევრის განცხადებას კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა, კოტე ფრუიძემ უპასუხა. მისი თქმით, სპორტისა და კულტურის მიმართულებით ხელფასების მატება წინა წლებში 2-ჯერ მოხდა.  

“სპორტის სფეროში და კულტურის სფეროში 2 – ჯერ მოხდა ხელფასების მატება 2019 წლამდე. ეს იყო დაახლოებით 30% მატება, შემდეგ წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაეთმო ყურადღება და ამან გამოიწვია ხელფასების მეორე პლანზე გადაწევა. სტადიონის მშენებლობას, სპორტული კომპლექსის მშენებლობას ძალინ დიდი თანხები დასჭირდა”, – განმარტა კოტე ფრუიძემ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი