ახალი ამბები

კირბალში სასმელი წყლის მრიცხველები დამონტაჟდება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს სასმელი წყლის მრიცხველები დამონტაჟდება. 

სამუშაოებისთვის გამარტივებული ხელშეკრულება გაუფორმეს ს.ს აგრო ტექსერვისს, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია 16 506 ლარს გადაუხდის. 

ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.