ახალი ამბები

ბობნევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას 10000 ლარი მოხმარდება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში წყლის სისტემის მოსაწყობად 10 017 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება სს აგრო ტექსერვისს. 

სამუშაოებისთვის გათვალისწინებული თანხის 96,83% სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება, ხოლო 3,17 % ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები 30 დღეში უნდა დაასრულოს.

დატოვეთ კომენტარი